→ ჩვენს შესახებ
ს.ს ”ანა ჯგუფი” ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია საქართველოში, ის აერთიანებს სამი სხვადასხვა მიმართულების მქონე კომპანიას ესენია: ხორც-პროდუქტების მაწარმოებელი ქარხანა ”მითანა”, საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი ფაბრიკა ”ტკბილი ქვეყანა” და სადისტრიბუციო კომპანია ”კანტი”.
ს.ს ”ანა ჯგუფი” დაარსდა 2005 წლის მაისში, ყოფილი ”თბილგაზოაპარატის” ქარხნის ბაზაზე. 2005 წლის იანვარში ს.ს ”თბილგაზოაპარატის” აქციონერთა გადაწყვეტილებით, გაყიდული აქციათა პაკეტის 99,4% -ის მფლობელი გახდა ფიზიკური პირი ს.ს ”ანა ჯგუფი”. შედეგად კორპორაციის მფლობელობაში გადავიდა 32 - ათასი კვ.მ მიწის ფართი.
ამჟამად, საწარმოო ფართი შეადგენს 13 - ათას კვ.მ - ს, სასაწყობო მეურნეობა 4 - ათას კვ.მ - ს,დამხმარე ნაგებობები - ათას კვ.მ - ს, ხოლო ადმინისტრაციული ფართი 220 კვ.მ მეტრს.
ჰოლდინგის დამფუძნებლები არიან: ამირან ქორთიაშვილი, ალექსანდრე ქამუშაძე, ნინო მამულაშვილი და ალექსანდრე ხომერიკი.
ს.ს ”ანა ჯგუფში” შემავალი საწარმოები - ”მითანა” და ”ტკბილი ქვეყანა”, ცალ-ცალკე 70-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებენ. ყოველდღიური ხარისხის კონტროლი და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი - ამ საწარმოების მთავარი სტრატეგიაა!
ს.ს. ”ანა ჯგუფი” მუდმივად მუშაობს საფასო პოლიტიკაზე. მისი მიზანია, შვილობილი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და სარეალიზაციო ფასი ოპტიმალურად შეესაბამებოდეს დღევანდელ საბაზრო ღირებულებას.
დღეისათვის, ჯგუფი მუშაობს საქართველოში არსებულ ყველა სეგმენტზე, რომელიც დაკავებულია, როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობით. და ასევე, აქვს საკუთარი გასარების ქსელი ”მითანას” საფირმო მაღაზიების სახით.
ს.ს. ”ანა ჯგუფში” წარმატებულად იჭრება ისეთი საკითხები,როგორიცაა:
ერთიანი მარკეტინგული პროგრამის შემუშავება... .
ფინანსური პოლიტიკის მართვა - გაყიდვებზე, ასორტიმნტსა და შსყიდვებზე.
ს.ს. ”ანა ჯგუფის” მთავარი ამოცანაა მუდმივი მონიტორინგი შვილობილ კომპანიზებზე, რათა მომხმარებლამდე ყოველთვის მივიდეს მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, ყოველგვარი ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე, რაც თავისთავად, ხელს უწყობს მომხმარებლის ჯანსაღ კვებას.
ს.ს. ”ანა ჯგუფი” იმედოვნებს, რომ არჩევანს თქვენი ჯანმრთელობის სასარგებლოდ გააკეთებთ.
ჩვენთან თანამშრომლობენ:
